ნეტგაზეთი | “სანამ კულტურას წულუკიანი მართავს, ჩემი ფეხი არ დადგება ქართულ სცენაზე” – ანიტა რაჭველიშვილი “სანამ კულტურას წულუკიანი მართავს, ჩემი ფეხი არ დადგება ქართულ სცენაზე” – ანიტა რაჭველიშვილი – Netgazeti
RU | GE  

“სანამ კულტურას წულუკიანი მართავს, ჩემი ფეხი არ დადგება ქართულ სცენაზე” – ანიტა რაჭველიშვილი

ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი აცხადებს, რომ სანამ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იქნება, საქართველოში გამართულ კონცერტებში მონაწილეობას არ მიიღებს:

“ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში იქამდე, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს!
გააგრძელეთ დუმილი! დღეს უკვე მოგვახსენა ყველას, რომ მისი აზრის საწინაააღმდეგო არაფერი არ უნდა ვთქვათ, თორემ…” – წერს მომღერალი საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე.

“შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი ვნახო, საიდან მოდის” ,– ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა კითხვას, როგორი იქნება მისი მიდგომა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სახელმწიფოს დაფინანსებულ სტრუქტურებში მუშაობენ, ღიად გამოხატავენ სიმპათიას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ” და გამოდიან “ქართული ოცნების” წინააღმდეგ:

“მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, ან რეჟისორი და ა.შ. რა თქმა უნდა, აქ მე უფრო შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი ვნახო, საიდან მოდის. თუ ეს არის უფასო კრიტიკა, ასე ვეძახი, თუ ასეთია მისი მრწამსი, მაშინ ვეცდები, გავიგო, რამდენად უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის ფუნქციონირებას” ,–  თქვა წულუკიანმა 19 მარტს “პოსტივის” ეთერში.

ვრცლად წაიკითხეთ:

“თუ მსახიობი განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, ვეცდები ვნახო, საიდან მოდის ეს აზრი” – წულუკიანი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.