გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოუწოდა თურქეთს, სირიელი ქურთების წინააღმდეგ წარმართული სამხედრო ოპერაცია შეაჩეროს, წერს „The Guardian“. ამასთან ერთად, გერმანიამ და საფრანგეთმა თურქეთისთვის იარაღის მიწოდება შეაჩერეს.
ჯონსონმა სატელეფონო საუბრისას ერდოღანს ოპერაციის გამო საკუთარი „სერიოზული შეშფოთების“ შესახებ უთხრა.
„მან გამოხატა გაერთიანებული სამეფოს სერიოზული შეშფოთება ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის გამო, რომელსაც, მისი [ჯონსონის] თქმით შეუძლია გააუარესოს ჰუმანიტარული სიტუაცია და ხელი შეუშალოს დაეშთან (ე.წ ისლამური სახელმწიფო) ბრძოლაში მიღწეულ პროგრესს“, – განაცხადა პრემიერ პრეს-სპიკერმა.
„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია გაერთიანებული სამეფოსთვის და ნატოს მოკავშირეა. მან ხაზი გაუსვა თურქეთის როლს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში და თურქეთის გულუხვობას სირიის სამოქალაქო ომის შედეგად ლტოლვილი ადამიანების მხარდაჭერაში, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოს არ შეუძლია, თურქეთის სამხედრო ოპერაციას მხარი დაუჭიროს.
მან მოუწოდა პრეზიდენტს, ოპერაცია შეეჩერებინა და დიალოგი დაეწყო და დაამატა, რომ გაერთიანებულ სამეფოს და საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან, ცეცხლის შეწვყეტის მოლაპარაკებებს მხარი დაუჭრიონ“, – ნათქვამია პრემიერს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
9 ოქტომბერს თურქეთმა სამხედრო მოქმედებები დაიწყო ჩრდილოეთ სირიაში. შედეგად, დაეცა თურქული ლირის კურსი, ხოლო აშშ თურქეთს სანცქიებით დაემუქრა.