ახალი ამბები

გერმანია და საფრანგეთი თურქეთს სამხედრო აღჭურვილობას აღარ მიაწვდის

13 ოქტომბერი, 2019 • 1699
გერმანია და საფრანგეთი თურქეთს სამხედრო აღჭურვილობას აღარ მიაწვდის

გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, შეეჩერებინა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება თურქეთისთვის. ოფიციალური ბერლინის განცხადებით, ამის მიზეზია ის, რომ თურქეთმა შესაძლო იარაღი ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ გამოიყენოს, წერს „Deutsche Welle“.

„გამომდინარე ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციიდან, ფედერალური მთვრობა აღარ გასცემს თურქეთისთვის იმ აღჭურვილობის მიყიდვის ბრძანებას, რომელიც ანკარამ შეიძლება სირიაში გამოიყენოს“ – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასმა გაზეთ „Bild am Sonntag“-თან საუბრისას.

მაასის თქმით, გერმანიის მთავრობამ თურქეთისთვის იარაღის მიყიდვაზე შეზღუდვები 2016 წლიდან დააწესა. თუმცა, გადაწყვეტილება ოფიციალურად ძალაში ჯერ არ შესულა.

გერმანიასთან ერთად, აკრძალვას აწესებს საფრანგეთიც. ოფიციალური პარიზის განცხადებით, თურქეთის სამხედრო ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში ევროპული უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს.

„Deutsche Welle“-სთან ინტერვიუში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ქავუსოღლუმ განაცხადა, რომ გერმანიისა და საფრანგეთის გადაწვყეტილება თურქეთს უფრო გააძლიერებდა: „სიტუცია ასეთია: ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენთვის და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ეს გადარჩენის საკითხია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას აკეთებს, რა შეზღუდვას აწესებს ან რამე სხვა გადაწყვეტილებას იღებს, ეს ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს“.

„Bloomberg“-ის ინფორმაციით, გერმანიას და საფრანგეთს მალე შეიძლება ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ.

გარეკანი ფოტო: Reuters

 

მასალების გადაბეჭდვის წესი