თამთა თოდაძის დედა ხათუნა ოქროპირიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც მისმა შვილმა საჯაროდ ისაუბრა საკრებულოს წევრის მხრიდან მასზე განხორციელებულ ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაზე, თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.
ამის შესახებ თოდაძის დედამ შსს-ში დაკითხვის შემდეგ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მანამ სანამ ფაქტი გახმაურდებოდა ჯიშკარიანმა მას საერთო ნაცნობი მიუგზავნა:
“ასე მითხრა ეგ გავლენიანია, მაგასთან ვერაფერს გავხდები და იქნებ მოვრიგებულიყავით. კონკრეტულად რაზე, ლაპარაკი არ ყოფილა”, – ამბობს თამთა თოდაძის დედა.
მისი ინფორმაციით, დეპუტატი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ თამთა თოდაძე დაწინაურებას ითხოვდა სამსახურში, უარის შემდეგ კი შესაბამისი განცხადება გააკეთა.
“ამბობს, რომ დაწინაურებას ითხოვდაო, და როგორ უნდა მოეთხოვა? დეპუტატი ხომ ვერ გახდებოდა?”, – ამბობს თოდაძის დედა.
“არ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ და ძალიან მეშინია”.
ჯიშკარიანის მეგობარმა თოდაძის დედას მორიგება შესთავაზა – ადვოკატი