ახალი ამბები

ჯიშკარიანის მეგობარმა თოდაძის დედას მორიგება შესთავაზა – ადვოკატი

6 ოქტომბერი, 2019 •
ჯიშკარიანის მეგობარმა თოდაძის დედას მორიგება შესთავაზა – ადვოკატი

თამთა თოდაძის ადვოკატის, თეონა ლუკავას განცხადებით, მის კლინეტის დედას დაუკავშირდა საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანი მეგობარი და “მორიგება შესთავაზა”.

თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოს თანამშრომელია, დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ფიზიკურ ძალადობასა და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. თავად დეპუტატმა ბრალდებას “ბინძური ჭორი” უწოდა “მთავართან” მიმოწერაში.

როგორც ლუკავამ ნეტგაზეთს უთხრა, ეს მოხდა მანამ, სანამ მომხდარის შესახებ მედიაში გავრცელდებოდა ინფორმაცია. მისივე თქმით, თამთას დედამ ჯიშკარიანის მეგობარს “მორიგების შეთავაზება” ბოლომდე არც დაასრულებინა, რადგან ეს მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო.

“ილია ჯიშკარიანის ერთ-ერთმა მეგობარმა უთხრა თამთა თოდაძის დედას, რომ  იქნებ მორიგებულიყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით. რომ საჯაროდ არ ესაუბრათ და საჩივარი გამოეტანათ”, – ამბობს ადვოკატი.

თამთა თოდაძე დღეს იმყოფებოდა საგამოძიებო უწყებაში, სადაც ის მომხდართან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოიკითხა. გამოკითხვაზე იმყოფებოდა თოდაძის დედაც. ადვოკატის თქმით, მათ გამომძიებელს აღნიშნული მორგების შეთავაზების საკითხზეც მიაწოდეს ინფორმაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი