ახალი ამბები

ხაზარაძე: საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე

3 ოქტომბერი, 2019 •
ხაზარაძე: საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე

ორგანზიაცია “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მორიგ განცხადებას ავრცელებს მას შემდეგ, რაც ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილზე სექსისტურად ისაუბრა. მის ნათქვამს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ადამიანთა ნაწილის მხრიდან.

ხაზარაძის მოსაზრებით, მისი დღევანდელი განცხადება მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ადამიანების ნაწილმა აღიქვა როგორც სექსისტური.

“თუ ვინმემ ეს გამონათქვამი ქალების შეურაცხყოფად ჩათვალა, მინდა ხაზგასმით განვმარტო: ეს გამოთქმა არ გულისხმობდა მინისტრის სქესს. ზუსტად იგივე კონტექსტში ვახსენე ხაჭაპურის ცხობა გასულ კვირას ინგა გრიგოლიას გადაცემაში პროკურატურაზე საუბრისას. („ხაჭაპურებივით აცხობენ საქმეებს“).

მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო ორი რამ: ქალთა თანასწორობა და უფლებების დაცვის საკითხი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის პრინციულად მნიშვნელოვანია; და ამის დასტურია ბევრი ქალი ჩვენს გუნდში და თანასწორი გარემო, რომელსაც აქ ვქმნით.

მეორე, რომ არ იყოს ორაზროვნება, მინისტრი ცქიტიშვილი არაკომპეტენტურია, ისევე როგორც ოცნების მთავრობა ბიძინა ივანიშვილის თამადობით”, – აცხადებს ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძემ დღეს თქვა, რომ “მაია ცქიტიშვილს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს აბარებენ”.

“შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს…” – ხაზარაძის სექსისტური განცხადება ცქიტიშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი