ახალი ამბები

“შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს…” – ხაზარაძის სექსისტური განცხადება ცქიტიშვილზე

3 ოქტომბერი, 2019 • 3271
“შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს…” – ხაზარაძის სექსისტური განცხადება ცქიტიშვილზე

“მაია ცქიტიშვილს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს აბარებენ”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

“შეიძლება ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მაია ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით, მაგრამ მე მას ვურჩევ, რომ მაია ცქიტიშვილის ქვემოთ ჩაიხედოთ, როგორ მიდის ტენდერები, რანაირი ტიპის კორუფციაა ინფრასტრუქტურის სისტემაში”, – აღნიშნა მან.

ხაზარაძის თქმით, მაია ცქიტიშვილზე ვერ იტყვის, რომ კორუმპირებულია, მაგრამ ტენდერები ქვედა რგოლში გამჭვირვალედ არ ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი