ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პატიმრების შეწყალების საკითხზე გამოძიების დაწყებას მიესალმება

20 სექტემბერი, 2019 •
პრეზიდენტის ადმინისტრაცია პატიმრების შეწყალების საკითხზე გამოძიების დაწყებას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მიესალმებიან გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

“ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა”, – აცხადებს პრეზიდენტის ადმინსიტრაცია.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების, რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პროკურატურამ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ პატიმართა შეწყალებაზე გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი