საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების, რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
როგორც პროკურატურის 20 სექტემბრის განცხადებაშია ნათქვამი, უწყება საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.
საქართველოს პრეზიდნეტმა აღნიშნული მსჯავრდებულები 2019 წლის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან, მათ შორის, მმართველი გუნდიდან, უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ შეწყალებაზე დროებთ მორატორიუმს აცხადებენ.