ახალი ამბები

ილია მეორემ გახარიას საპატრიარქოში უმასპინძლა

16 სექტემბერი, 2019 • 1464
ილია მეორემ გახარიას საპატრიარქოში უმასპინძლა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საპატრიარქოში უმასპინძლა და პრემიერის პოსტის დაკავება მიულოცა.

გიორგი გახარიამ მთავრობის მეთაურის პოსტი 8 სექტემბერს დაიკავა. გახარია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მე-5 პრემიერია ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის, გიორგი კვირიკაშვილისა და მამუკა ბახტაძის შემდეგ.

გახარიას დაწინაურებას აპროტესტებენ “სირცხვილიას” აქციის მონაწილეები. მათი თქმით, გიორგი გახარიას ეკისრება პასუხისმგებლობა 20-21 ივნისის დარბევაზე, რა დროსაც არაერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. გახარია ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და დარბევის გამოი მის გადადგომას ითხოვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი