ახალი ამბები

ილია II გახარიას პრემიერის პოსტის დაკავებას ულოცავს

12 სექტემბერი, 2019 • 1675
ილია II გახარიას პრემიერის პოსტის დაკავებას ულოცავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას ულოცავს.

წერილში, რომელიც საპატრიარქომ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, ილია მეორე მოსახლეობის პრობლემებზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ახალი მთავრობის ძალისხმევა ამ პრობლემების დაძლევისკენ იქნება მიმართული.

თავის წერილში პატრიარქი ასევე ახსენებს“სხვადასხვა ძალებს“ და მათ უკავშირებს ქვეყანაში დაძაბულ პოლიტიკურ პროცესებს.

“დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური პროცესები არ დამცხრალა; ეს გასაგებიცაა, რადგან სხვადსხვა ძალები ცდილობენ აქ გავლენის მოპოვებას და თავისი იდეოლოგიის გატარებას; ხალხი კი ელოდება დადებით ცვლილებებს.

სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა მოსახლეობის ყოფითი პრობლემების დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევა, ერის გამთლიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს მეტად რთულ დროში თქვენი და საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება აღნიშნული, მეტად მნიშვნელოვანი პრობლემების დასაძლვად.

უფალი შეგეწიოთ თქვენს ყველა ღვთისსათნო საქმეში,“ – ნათქვამია წერილში.

ილია მეორეს წერილი. ფოტო: საპატრიარქრო

მასალების გადაბეჭდვის წესი