ახალი ამბები

პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

8 სექტემბერი, 2019 • 1724
პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

პარლამენტმა გიორგი გახარიას ნდობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ გახარია ახალი პრემიერ-მინისტრია. მან 98 ხმა მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობას ქართული ოცნების წარმომადგენლები იღებდნენ

პარლამენტის გადაწყვეტილებით შს მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაური დაიკავებს, ხოლო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მომავალში რამდენიმე მსხვილი სამინისტრო გაიყოს, მაგალითად განათლების სამინისტროს შესაძლოა კულტურის მიმართულება ისევ ცალკე გამოეყოს.

პრემიერის თანამდებობაზე გიორგი გახარია მამუკა ბახტაძეს ცვლის. გახარია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მე-5 პრემიერია ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილისა და მამუკა ბახტაძის შემდეგ.

გახარია დაწინაურებას აპროტესტებენ “სირცხვილიას” აქციის მონაწილეები, რომლებმაც დილიდან ‘სირცხვილის კორიდორების” მოაწყვეს პარლამენტთან. გახარიას პრემიერობის წინააღმეგ გამოვიდა არასამთავრობოების ნაწილი. მათი თქმით, 20-21 ივნისის საქმეზე გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი