ახალი ამბები

თანამდებობის დატოვებაზე ივანიშვილთან საუბარი გაზაფხულის ბოლოს მქონდა – ბახტაძე

2 სექტემბერი, 2019 • 870
თანამდებობის დატოვებაზე ივანიშვილთან საუბარი გაზაფხულის ბოლოს მქონდა – ბახტაძე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გაზაფხულზე მიიღო და ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილს აცნობა:

“მინდა გითხრათ, რომ [თანამდებობის დატოვების] შესახებ საუბარი მქონდა გაზაფხულის ბოლოს, მათ შორის პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან. ბუნებრივია, ეს საუბრები გრძელდებოდა. გუშინაც მქონდა საბოლოო კონსულტაცია გუნდთან და, შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება”.

მამუკა ბახტაძის თქმით, გადადგომის ინიციატივა პირველად თავად მას გაუჩნდა, მაგრამ გუნდში ყველა არ ეთანხმებოდა და ეს კონსულტაციები ამ დრომდე გაგრძელდა.

მამუკა ბახტაძე პოსტს ტოვებს. სავარაუდოდ, 3 სექტემბერს დაზუსტდება პრემიერობის კანდიდატის ვინაობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი