ახალი ამბები

“კურიერი” ეთერში 12 საათზეც არ გავიდა

21 აგვისტო, 2019 •
“კურიერი” ეთერში 12 საათზეც არ გავიდა

“რუსთავი 2-ის” ეთერში საინფორმაციო გამნოშვება “კურიერი” 12 საათზეც არ გავიდა. ეს არის უკვე მესამე საინფორმაციო გამოშვება 20 აგვისტოს საღამოს შემდეგ, რომელიც ეთერში არ გადის. ახალი ამბები არც რუსთავი 2-ის ვებსაიტზე ქვეყნდება.

ტელეარხის ეთერში ამ წუთებში მხატვრული ფილმი გადის.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, დღეს ტელევიზიის არცერთი გადამღები ჯგუფი არ გასულა გადაღებაზე. გარდა ამისა, “რუსთავი 2-ის” მენეჯმენტმა “კურიერის” გუნდში ვერ იპოვა ადამიანი, რომელსაც დაითანხმებდა საინფორმაციო გამოშვების წაყვანაზე.

მას შემდეგ,რაც 20 აგვისტოს არხის დირექტორმა პაატა სალიამ თქვა, რომ “რუსთავი 2-დან” გაუშვა წამყვანი ჟურნალისტები, მათ შორის, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეარხს ტოვებენ სხვა ჟურნალისტებიც.

გუშინდელი ღამის შემდეგ ახალი ამბები არ ქვეყნდება “რუსთავი 2-ის” ვებსაიტზეც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საინფორმაციო ონლაინრესურსია ქართულენოვან ინტერნეტსივრცეში.

“რუსთავი 2-ის” დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. მათი თქმით, ისინი არ იმუშავებენ ტელევიზიაში, რომელიც, რეალურად ბიძინა ივანიშვილმა ჩაიგდო ხელში. ნეტგაზეთი ცდილობს დააზუსტოდ “კურიერიდან” წამოსული ჟურნალისტების რაოდენობა.

„კრემლის მთავარი მსახურის ეთერში ვერ დავრჩებით“ – კურიერის წამყვანებმა ეთერი დატოვეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი