ახალი ამბები

„კრემლის მთავარი მსახურის ეთერში ვერ დავრჩებით“ – კურიერის წამყვანებმა ეთერი დატოვეს [ვიდეო]

20 აგვისტო, 2019 • 3393
„კრემლის მთავარი მსახურის ეთერში ვერ დავრჩებით“ – კურიერის წამყვანებმა ეთერი დატოვეს [ვიდეო]

კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა 20 აგვისტოს 9-საათიანი კურიერის გამოშვების დაწყებისთანავე, გამოსამშვიდობებელი სიტყვების შემდეგ დატოვეს პირდაპირი ეთერი და ტელევიზია „რუსთავი 2“.

არხის წამყვანმა დიანა ჯოჯუამ ივანიშვილის მისამართით თქვა, რომ „კრემლის მთავარი მსახურის ეთერში ვერ დარჩება“.

ამას წინ უძღოდა არხის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას მიერ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძისა და სხვა რამდენიმე ჟურნალისტის გათავისუფლება.

მოისმინეთ დიანა ჯოჯუასა და მიხეილ სესიაშვილის გამოსამშვიდობებელი სიტყვები:

https://www.facebook.com/netgazeti/videos/407053586824386/

 

მასალების გადაბეჭდვის წესი