ახალი ამბები

დილის კურიერის ნაცვლად ეთერში ქართული სერიალი “ჟამი ყვავილობისა” გავიდა

21 აგვისტო, 2019 • 2466
დილის კურიერის ნაცვლად ეთერში ქართული სერიალი “ჟამი ყვავილობისა” გავიდა

წლების განმავლობაში პირველად, დღეს, 21 აგვისტოს, ეთერში არ გავიდა დილის კურიერი 10 საათზე. საინფორმაციო გამოშვების ნაცვლად “რუსთავი 2-ის” ეთერში უჩვენეს სერიალი “ჟამი ყვავილობისა”.

აღნიშნული სერიალი 2009 წელს გადაიღეს. ვიკიპედიის მიხედვით, სერიალის სიუჟეტი შემდეგნაირად ვითარდება: “აბულაძეების სახლში დიდი სამზადისია, ინგლისიდან ლევანი ჩამოდის, ლევანი ბიზნესმენ კოტე აბულაძის უმცროსი ვაჟია, ოჯახის იმედი, კორპორაციის მომავალი პრეზიდენტი, მან ინგლისში მიიღო განათლება. ლევანის დედას — ქალბატონ თინას ერთი სული აქვს, როდის ჩაიკრავს გულში საყვარელ ვაჟს, ლევანს ყველა ელოდება — ოჯახის წევრები, ახლობლები, ნათესავები, მეგობრები განსაკუთრებით კი მარიამი, მარიამი ლევანის საცოლეა, მათ ბავშვობიდან უყვართ ერთმანეთი.”

მას შემდეგ,რაც 20 აგვისტოს არხის დირექტორმა პაატა სალიამ თქვა, რომ რუსთავი 2-დან გაუშვა წამყვანი ჟურნალისტები, მათ შორის, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეარხს ტოვებენ სხვა ჟურნალისტებიც.

გუშინდელი ღამის შემდეგ ახალი ამბები არ ქვეყნდება “რუსთავი 2-ის” ვებსაიტზეც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საინფორმაციო ონლაინრესურსია ქართულენოვან ინტერნეტსივრცეში.

“რუსთავი 2-ის” დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. მათი თქმით, ისინი არ იმუშავებენ ტელევიზიაში, რომელიც, რეალურად ბიძინა ივანიშვილმა ჩაიგდო ხელში. ნეტგაზეთი ცდილობს დააზუსტოდ “კურიერიდან” წამოსული ჟურნალისტების რაოდენობა.

„კრემლის მთავარი მსახურის ეთერში ვერ დავრჩებით“ – კურიერის წამყვანებმა ეთერი დატოვეს [ვიდეო]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი