ახალი ამბები

ლომჯარია: გუგუტიანთკარში ორი სახლი ექცევა მავთულხლართს მიღმა

16 აგვისტო, 2019 • 718
ლომჯარია: გუგუტიანთკარში ორი სახლი ექცევა მავთულხლართს მიღმა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, პირადად მოინახულა გუგუთიანთკარის ის ტერიტორია, სადაც რუსი სამხედროები მავთულხართებს ამონტაჟებენ. ლომჯარიას თქმით, მავთულხართებს მიღმა ორი სახლი მოექცა.

“ვესაუბრე ერთ-ერთი სახლის მესაკუთრეს. ამჟამად ეს ოჯახი აკეთებს საკუთარი სახლის დემონტაჟს , რომ რისი გამოტანაც შეიძლება გამნოიტანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამ დღეში ამ ტერიტორიაზე შესვლა ვეღარ იქნება შესაძლებელი. ვესაუბრე ოჯახის დიასახლისსაც, რომელიც ამბობს, რომ საფრთხის მიუხედავად შემოდიოდა ამ ტერიტორიაზე, ჰქონდა ხეხილის ბაღი, რომლითაც სარგებლობა, თუმცა სამ დღეში ამის შესაძლებლობა არ ექნება”, – უთხრა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს. ის საოკუპაციო ხაზთან 15 აგვისტოს იმყოფებოდა.

ლომჯარიამ ასევე მოუწოდა ხელისუფელბას, ეკონომიურად მაინც დაეხმაროს მოსახლეობას.

“მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებით ზარალდებიან და უშუალოდ ეხებათ ეს პროცესი, მაქსიმალურად აღმოუჩინონ დახმარება. დღეს მოვისმინე, რომ ის ოჯახი, რომელიც საკუთარი ხელით ახდენს თავისივე სახლის დემონტაჟს, ცხოვრობს დღემდე გორში და მათ არ აქვთ დაკანონებული ის შენობა, სადაც ცხოვრობენ და წლებია ითხოვენ, თუნდაც ის საკუთრება დაუკანონდეთ, სადაც ცხოვრობენ. მინდა მივმართო ხელისუფლებას და თვითმმართველობას, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი თუნდაც ეკონომიურად, ისედაც მძიმეა მორალურად და ემოციურად ეს ამბავი”, – აღნიშნა ლომჯარიამ.

სოფელ გუგუტიანთკარში უკვე რამდენიმე დღეა, რუსმა სამხედროებმა დაიწყეს მავთულხართების მონტაჟი, რის გამოც მოსახლეობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ხეხილის ბაღები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი