ახალი ამბები

რუსეთში ნინო ქათამაძისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას გეგმავენ

11 ივლისი, 2019 • 988
რუსეთში ნინო ქათამაძისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას გეგმავენ

რუსეთის ფედერაციის საბჭო აპირებს მიმართოს ამავე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქვეყანაში აუკრძალონ შესვლა ქართველ მომღერალ ნინო ქათამაძეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო მედიასაშუალება “რია ნოვოსტი” ავრცელებს რუსეთის დუმის დეპუტატ ალექსეი პუშკოვზე დაყრდნობით.

როგორც “რია ნოვოსტი” აღნიშნავს, პუშკოვმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ნინო ქათამაძეს რუსეთში შესვლა უნდა აეკრძალოს “რუსოფობიური გამონათქვამისთვის”. მისივე განმარტებით, დეპუტატები უკვე მუშაობენ საგარეო უწყებაში წარსადგენ დოკუმენტაციაზე.

ნინო ქათამაძემ 30 ივნისს თქვა, რომ რუსეთში აღარასდროს იმღერებდა და მხარს უჭერდა შს მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას. აღნიშნულ მოვლენებს წინ უძღოდა 19-20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტი და 20 ივნისს ამის გასაპროტესტებლად თბილისში შეკრებილი ადამიანების დარბევა, რა დროსაც 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დარბევის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნინო ქათამაძემ 22 ივნისს რუსეთში კონცერტი გამართა, რის გამოც მოქალაქეთა ნაწილის მხრიდან კრიტიკაც დაიმსახურა. მისი 30 ივნისის ბოდიში და რუსეთში კონცერტებზე უარის თქმა სწორედ აღნიშნულს ეხებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი