ახალი ამბები

“თბილისი პრაიდის“ მსგავსად ოფისის დაცლა “თანასწორობის მოძრაობასაც“ მოუწია

19 ივნისი, 2019 • 1097
“თბილისი პრაიდის“ მსგავსად ოფისის დაცლა “თანასწორობის მოძრაობასაც“ მოუწია

“თანასწორობის მოძრაობის“ ინფორმაციით, მათაც, როგორც “თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს, ოფისის დაცლა მოუხდათ. “თანასწორობის მოძრაობა” ქვიარ ადამიანებისთვის მუშაობს. ორგანიზაციულად პრაიდის ორგანიზებაში არ მონაწილეობს.

ორგანიზაციაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ჰომოფობური დაჯგუფებები მათი ოფისის მიმდებარედ აპირებდნენ მისვლას.

“გვაქვს ინფორმაცია, რომ ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანები აპირებენ აქციის გამართვას “თანასწორობის მოძრაობის” ოფისთან. მივმართავთ ლგბტ+ თემის წევრებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც დანიშნული აქვს შეხვედრა სერვისის მისაღებად, რომ თავი შეიკაონ ჩვენს ოფისში მოსვლისგან უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

დღეს, 19 ივნისს “თბილისი პრაიდის“ აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მათი ინფორმაციით, ორგანიზაციის ოფისთან ულტრამემარჯვენე დაჯგუფება უნდა მისულიყო. მათივე თქმით, აქტივისტებს ოფისის დაცლა მოუწიათ. ამასთანავე, ისინი მუქარის წერილებს ღებულობდნენ.

პრაიდის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი