თბილისის პრაიდის ორგანიზატორები ავრცელებენ მოკლეტექსტური შეტყობინებების სქრინებს, რომლებიც მათდამი სიცოცხლის მოსპობის მუქარას შეიცავს.
შეტყობინებები აქტივისტებმა – გიორგი თაბაგარმა და თამაზ სოზაშვილმა – მიიღეს. შესაბამისი ფოტოები მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო სსკ-ს 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
“გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება”, – აღნიშნავს უწყება.