ახალი ამბები

აქტივისტებს ოფისის დატოვება მოგვიწია – “თბილისი პრაიდი“

19 ივნისი, 2019 • 1340
აქტივისტებს ოფისის დატოვება მოგვიწია – “თბილისი პრაიდი“

“თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და აქტივისტებს ოფისის დატოვება მოუწიათ. ინფორმაციას ნეტგაზეთს ორგანიზაციაში უდასტურებენ.

როგორც მათ გვითხრეს, “თბილისი პრაიდმა“ მიიღო ინფორმაცია, რომ მათ ოფისთან ჰომოფობური ჯგუფები აპირებდნენ მისვლას.

დღესვე, 19 ივნისს, სოციალურ ქსელში პრაიდის ორგანიზატორებმა მოკლეტექსტური შეტყობინებების ე.წ. სქრინები გაავრცელეს. შეტყობინებებში მათ მოკვლით ემუქრებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება უკვე დაიწყო, თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ გიორგი თაბაგარის მიმართ მუქარაზე.

პრაიდის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი