პრაიდის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან
თბილისის პრაიდის ორგანიზატორები ავრცელებენ მოკლეტექსტური შეტყობინებების სქრინებს, რომლებიც მათდამი სიცოცხლის მოსპობის მუქარას შეიცავს. შეტყობინებები აქტივისტებმა – გიორგი თაბაგარმა და თამაზ სოზაშვილმა – მიიღეს. შესაბამისი ფოტოები მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო სსკ-ს 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. “გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება”, – აღნიშნავს უწყება.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed