ახალი ამბები

საქართველოში ელტონ ჯონზე გადაღებული ფილმის ორიგინალ ვერსიას უჩვენებენ

1 ივნისი, 2019 •
საქართველოში ელტონ ჯონზე გადაღებული ფილმის ორიგინალ ვერსიას უჩვენებენ

საქართველოს კინოთეატრებში ელტონ ჯონის ცხოვრებაზე გადაღებული ფილმ Rocketman-ის მხოლოდ ორიგინალურ ვერსიას უჩვენებენ. ამის შესახებ კინოთეატრ “კავეაში” “ნეტგაზეთს” განუცხადეს. 

კინოთეატრის პრესსამსახურის თანახმად, მაყურებელს ფილმის ორიგინალ(ინგლისურ) ენაზე ნახვა 3 ივნისიდან შეეძლება. ფილმი ქართულ და რუსულ ენებზეც იქნება ნაჩვენები.

მანამდე, გუშინ, 31 მაისს, “კავეაში” აცხადებდნენ, რომ დისტრიბუტორებთან არკვევდნენ ინფორმაციას, საქართველოში რუსულად ნაჩვენები Rocketman იქნება რუსეთში ცენზურაგავლილი ვერსია, თუ ორიგინალი.

Rocketman რუსეთში ცენზურის მსხვერპლი რომ გახდა, ამის შესახებ რუსულმა ტელეარხმა, tv Rain-მა გაავრცელა ინფორმაცია. ფილმიდან ამოჭრეს გეი სექსის, კოცნისა და ნარკოტიკების მოხმარების ამსახველი სცენები. ამის შესახებ tv Rain წერს იმ ჟურნალისტებსა და კინოკრიტიკოსებზე დაყრდნობით, რომლებიც წინასაპრემიერო ჩვენებას დაესწრნენ მოსკოვში. ფილმის პრემიერა რუსეთში 6 ივნისს არის დაგეგმილი.

ცენზურა რუსეთში – ელტონ ჯონზე გადაღებული ფილმიდან გეი სცენები ამოჭრეს

მასალების გადაბეჭდვის წესი