საქართველოში ელტონ ჯონის ცხოვრებაზე გადაღებული ფილმ Rocketman-ის პრემიერა პირველ ივნისს გაიმართება. როგორც კინოთეატრების ქსელ “კავეაში” ნეტგაზეთს უთხრეს, მაყურებელი აღნიშნულ ფილმს იხილავს როგორც ორიგინალში – ინგლსიურად, ისე – რუსულად და ქართულად.
“კავეაში” ასევე აცხადებენ, რომ დისტრიბუტორებთან არკვევენ ინფორმაციას, საქართველოში რუსულად ნაჩვენები Rocketman იქნება რუსეთში ცენზურაგავლილი ვერსია, თუ ორიგინალი.
Rocketman რუსეთში ცენზურის მსხვერპლი რომ გახდა, ამის შესახებ რუსულმა ტელეარხმა, tv Rain-მა გაავრცელა ინფორმაცია. ფილმიდან ამოჭრეს გეი სექსის, კოცნისა და ნარკოტიკების მოხმარების ამსახველი სცენები. ამის შესახებ tv Rain წერს იმ ჟურნალისტებსა და კინოკრიტიკოსებზე დაყრდნობით, რომლებიც წინასაპრემიერო ჩვენებას დაესწრნენ მოსკოვში. ფილმის პრემიერა რუსეთში 6 ივნისს არის დაგეგმილი.
ცენზურა რუსეთში – ელტონ ჯონზე გადაღებული ფილმიდან გეი სცენები ამოჭრეს