ახალი ამბები

დეპუტატმა “თემქის” ახალი სახელწოდების პოპულარიზების კამპანია დაიწყო

31 მაისი, 2019 •
დეპუტატმა “თემქის” ახალი სახელწოდების პოპულარიზების კამპანია დაიწყო

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ზღვისუბნისმაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, სახელწოდება”ზღვისუბნისპოპულარიზაციის კამპანია დაიწყო. ინიციატივა საზოგადოებაში “თემქის” სახელწოდების ნაცვლად “ზღვისუბნის” სახელის დამკვიდრებას ითვალისწინებს.

თამარ ტალიაშვილის თქმით, თბილისის ერთერთი მრავალრიცხოვანი ოლქის დასახელებათემქაარის აბრევიატურა ქარხნის სახელწოდებისა – “თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა“.  მისივე განმარტებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ქარხანამ პირვანდელი ფუნქცია დაკარგა და დასახლებას 1999 წლიდან ოფიციალურად “ზღვისუბანი” ეწოდა.

“ჩემი აზრით, ამას თავისი მიზეზი აქვს, ქარხნის სანაცვლოდ დასახლების განვითარების ახალი ეპიცენტრი არ შექმნილა. “ზღვისუბნისახალი სიცოცხლისთვის, მოქალაქეთა საკეთილდღეოდ, საჭიროა განვითარების ალტერნატიული ფუნდამენტის მოძებნასაქმე ის არის, რომ 20-ჰექტრიანი დაჭაობებული ხევიზღვისუბანს” კვეთს. ათწლეულებია მოსახლეობა ელოდებოდა ამ პრობლემის მოგვარებას. ჩვენი 2017 წლის წინასაარჩევნო დანაპირები და დღეს უკვე  რეალური პროექტი გულისხმობს ამ ხევის ადგილასზღვისუბნის პარკისმოწყობას, რომელიც სწორედ ოლქის განვითარების ერთერთი უძლიერესი ლოკომოტივი გახდება“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა. მისი კომენტარი საკრებულომ გაავრცელა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი