ახალი ამბები

ზუგდიდის არჩეული მერი შეხვდა ქეთევან სორდიას, რომელიც გვარამიას დაუპირსპირდა

22 მაისი, 2019 • 1568
ზუგდიდის არჩეული მერი შეხვდა ქეთევან სორდიას, რომელიც გვარამიას დაუპირსპირდა

ზუგდიდის არჩეული მერი გიორგი შენგელია დღეს, 22 მაისს, შეხვდა ქეთევან სორდიას, რომელიც არჩევნების დღეს რუსთავი 2-ის დირექტორ ნიკა გვარამიას დაუპირისპირდა.

“დღეს ქეთევან სორდიას ვესტუმრე და მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ის ძალიან თბილი ქალბატონია და სურს მისმა შვილმა, გიორგიმ, განვითარებულ და წარმატებულ ზუგდიდში იცხოვროს”, – წერს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გიორგი შენგელია.

არჩევნების დღეს, 19 მაისს, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” დამკვირვებელმა ქეთევან სორდიამ ნიკა გვარამიას სამეგრელოს შემარცხვენელი უწოდა. გვარამიამ სორდიას ჰკითხა, თუ ვინ იყო და რას წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც სორდიამ კითხვაზე არ უპასუხა, ნიკა გვარამიამ მას ყელიდან დამკვირვებლის ბეიჯი ჩამოგლიჯა, ხოლო ხელიდან პარკი გააგდებინა.  კონფლიქტში უბნის გარეთ მდგარი რამდენიმე პირიც ჩაერთო, რომლებმაც ნიკა გვარამიას გინება დაუწყეს.

დაპირისპირება კახათში “ოცნების” დამკვირვებელსა და ნიკა გვარამიას შორის [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი