“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)” 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაცია ამბობს, რომ არჩევნების მონიტორინგს 12 საარჩევნო ოლქში 240-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი და 10 მობილური ჯგუფი აწარმოებდა.

„სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში, რომელიც მთაწმინდის, მარნეულისა და ზუგდიდის ყველა (100%) საარჩევნო უბნიდან მიიღო.

„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ იმ კანდიდატების შედეგებს, რომლებმაც ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე მეტი დააგროვეს.

#1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქი 

  • #41 ვლადიმერ კახაძე – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო –  41.0%
  • #13 შალვა შავგულიძე – ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები –  36.8%
  • #42 ლევან იოსელიანი – დამოუკიდებელი – 6.5%
  • #35 გერმანე საბო  – გირჩი – 4.8%
  • #45 გრიგოლ გეგელია – დამოუკიდებელი – 3.1%
  • #43 კობა დავითაშვილი – დამოუკიდებელი – 2.9%
  • #44 სოფიო ხორგუანი – დამოუკიდებელი – 2.6%

#22 მარნეულის საარჩევნო ოლქი

  • #41 ზაურ დარგალი  – ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო – 78.6%
  • #5 აგილ მუსტაფაევი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 11.5%
  • #2 აკმამედ იმამკულიევი – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის – 7.5%
  • #42  ალი ბადიროვი – დამოუკიდებელი – 1.2%

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქი

  • #41 გიორგი შენგელია – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 54.2%
  • #5 სანდრა ელისაბედ რულოვს – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 42.8%

9 მაისს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა თბილისში, მთაწმინდის ოლქში, სადაც მეორე ტური უნდა გაიმართოს, რადგან 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. “ქართული ოცნების” კანდიდატმა ლადო კახაძემ მიიღო ხმების 41%, ხოლო “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა შალვა შავგულიძემ – 36.83%.

ამ დროისათვის დათვლილია ყველა უბნის შედეგი.

ცესკოს წინასწარი შედეგები:

ხუთივე თვითმმართველ ქალაქში “ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს – წინასწარი შედეგები

კახაძე 41%, შავგულიძე 36.83%, ინიშნება II ტური — მთაწმინდის არჩევნების შედეგები