” ჩანს სერიოზული ფინანსური დარღვევები და ამ ფონზე ალასანია აკეთებს განცხადებას, რომ ჩვენი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრეცში ფერხდება. მეც ამ გუნდის წევრი ვარ და ამას ნურავინ ნუ დამაბრალებს. თუ კორუფციას თვალი არ დავუხუჭეთ, თურმე ევროატლანტიკუირი გზისკენ რაღაც ფერხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურ ნიღაბს ამოვეფაროთ, პოლიტიკა წინ დავიყენოთ და ნებისმიერ ფინანსურ მაქინაციებს გზა მივცეთ და მწვანე ავუნთოთ”- თქვა დეპუტატმა.
მას არ განუმარტავს, როგორ გაეცნო საქმის მასალებს, რომელიც სადუმლოა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატები პროკურატურისგან მის გადაცემას ამ დრომდე ითხოვენ. სილქნეტთან დადებულ ხელშეკრულებას თავდაცვის სამინისტრომ საიდუმლო გრიფი მოხსნა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ძალაში ჯერ ვერ შევა, რადგან საქმის მასალები საჯარო ვერ გახდება იქამდე, სანამ შსს–ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი შესაბამის დასკვნას არ გასცემს.
საგანელიძემ ასევე კომენტარი გააკეთა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და განაცხადა, რომ ის მთავრობაში ვეღარ დარჩებოდა მის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ.
“ალექსი პეტრიაშვილი სწორედ მოიქცა, რომ გადადგა. იმ განცხადებების შემდეგ, რაც მან გააკეთა, რა თქმა უნდა, ის არ უნდა იყოს მთავრობის წევრი” –ეს განცხადება დავით საგანელიძემ დღეს პრემიერ–მინისტრის და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ პეტრიაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 ნოემბერს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია გადააყენა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

