ახალი ამბები

ნინო ქათამაძე 17 მაისს “ოჯახის სიწმინდის” ღონისძიებაზე არ იმღერებს

30 აპრილი, 2019 • 1998
ნინო ქათამაძე 17 მაისს “ოჯახის სიწმინდის” ღონისძიებაზე არ იმღერებს

მომღერალი ნინო ქათამაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით 17 მაისს სამების ეზოში იმღერებს.

ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს მომღერალმა დაუდასტურა.

17 მაისს სამების ეზოში დაგეგმილი კონცერტის ორგანიზატორია საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი.

მათი აფიშის მიხედვით, 17 მაისს სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სუხიშვილები, შვიდკაცა, მძლევარი, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე, ანსამბლი ალილო, აჩიკო ნიჟარაძე და ესტრადის სხვა წარმომადგენლები.

სუხიშვილებისა და ნინო ქათამაძის გარდა, აღნიშნულ კონცერტში შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მათთან ჯერჯერობით არაა გადამოწმებული.

“არ შეიძლება ჩაგვრა” – ქათამაძე 17 მაისს სამების ეზოში არ იმღერებს

სამების ტერიტორიაზე 17 მაისს დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობის გამო ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს ლგბტ აქტივისტები აკრიტიკებენ, მათ შორის, გიორგი თაბაგარი.

თაბაგარის განცხადებით, უკვე მეხუთე წელია საპატრიარქო მოპარული დღის აღნიშვნას აგრძელებს და ყველა, ვინც ამ დღის ლეგიტიმაციას ახდენს, პირდაპირ მონაწილეობს სიძულვილის გავრცელებაში და ახალისებს ძალადობას.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით და გმობს ძალადობას.

ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი საპატრიარქომ 2014 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც მრევლის ნაწილმა 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის უფლება არ მისცა ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველებს.

მრევლის ნაწილმა პოლიციის ბარიერები გადალახა და დაედევნა ლგბტ აქტივისტებს. კონტრაქციის მონაწილეებმა ვაჩნაძის ქუჩაზე მოიმწყვდიეს მიკროავტობუსში მყოფი აქტივისტების ნაწილი და ცდილობდნენ ამ მიკროავტობუსში შეღწევას. მიკროავტობუსმა დიდი წინააღმდეგობის გადალახვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი