ახალი ამბებიხელოვნება

“არ შეიძლება ჩაგვრა” – ქათამაძე 17 მაისს სამების ეზოში არ იმღერებს

30 აპრილი, 2019 • 4630
“არ შეიძლება ჩაგვრა” – ქათამაძე 17 მაისს სამების ეზოში არ იმღერებს

საქართველოში მართლა არ ვიქნები, მგრამ განმარტებას ვაკეთებ იმ კუთხით, რომ არ შეიძლება ადამიანის ჩაგვრა, – როგორც ნეტგაზეთს მომღერალმა ნინო ქათამაძემ განუცხადა,  17 მაისს სამების ტერიტორიაზე “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს.

  • რას ნიშნავს ნინო ქათამაძისთვის 17 მაისი?

ძალიან რთული მომენტია ჩემს შემთხვევაში და ნებისმიერი არტისტის შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ თვითონ ეკლესიის მხრიდანაც სხვა ნაბიჯი შეუძლებელი იქნებოდა. თავის მხრივ, ფიქრობენ, რომ სწორი ნაბიჯი იყო. ჩვენთვისაც, ვფიქრობ, რომ ოჯახის სისწმინდესთან დაკავშირებით არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ნამდვილად, მაგრამ ასევე ვთვლი, რომ ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას სიყვარულით და არა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების ჩაგვრის, განდევნის ხარჯზე. ვფიქრობ, ეკლესია, თავის მხრივ, ცდილობს, რომ დაალაგოს ურთიერთობა და ქადაგებდეს ოჯახის სიწმინდეს, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში, მე მართლაც მივდივარ, არ ვიქნები საქრთველოში, მაგრამ განმარტებას ვაკეთებ იმ კუთხით, რომ არ შეიძლება ადამიანების ჩაგვრა”, – განუცხადა ნინო ქათამაძემ ნეტგაზეთს.

17 მაისს სამების ეზოში დაგეგმილი კონცერტის ორგანიზატორია საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი.

მათი აფიშის მიხედვით, 17 მაისს სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სუხიშვილები, შვიდკაცა, მძლევარი, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე, ანსამბლი ალილო, აჩიკო ნიჟარაძე და ესტრადის სხვა წარმომადგენლები.

სუხიშვილებისა და ნინო ქათამაძის გარდა, აღნიშნულ კონცერტში შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მათთან ჯერჯერობით არაა გადამოწმებული.

ვრცლად:

სუხიშვილები 17 მაისს “ოჯახის სიწმინდის” ღონისძიებაზე სამების ეზოში იცეკვებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი