ახალი ამბები

ზუგდიდის ინციდენტი არჩევნების ღონისძიებას არ უკავშირდებოდა – თამარ ჟვანია

12 აპრილი, 2019 • 1220
ზუგდიდის ინციდენტი არჩევნების ღონისძიებას არ უკავშირდებოდა – თამარ ჟვანია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია აცხადებს, რომ ზუგდიდში განვითარებული მოვლენები და გაერთიანებული ოპოზიციის წევრების დაკავება პირდაპირ არ უკავშირდება არჩევნებს, რადგან ეს იყო ქუჩაში მომხდარი შელაპარაკება.

თამარ ჟვანია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, რომ მშვიდად და პრობლემების გარეშე ჩაატარონ არჩევნები.

კამპანია დიდი ხანია დაწყებულია და კარგი ამბავი ის არის, რომ ჯერჯერობით საარჩევნო ადმინისტრაციაში არცერთი საჩივარი და დავა ყოფილა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ეს არ ყოფილა საკამპანიო ღონისძიებაზე მომხდარი ინციდენტი. ეს იყო ქუჩაში მომხდარი ინციდენტი და შელაპარაკება, რომელიც პირდაპირ არჩევნების ღონისძიებას არ უკავშირდებოდა. თუმცა მე მინდა ვთხოვო ყველა ჩართულ მხარეს, როგორც დღეს მოვედით მშვიდად და აქამდე არანაირი დავა და პრობლემა არ ყოფილა, ისე ჩავატაროთ არჩევნები”, – განუცხადა რუსთავი 2-ს ცესკოს თავმჯდომარემ.

11 აპრილს ზუგდიდში, სოფელ ნარაზენში, პოლიციამ გაერთიანებული ოპოზიციის ორი წევრი და ერთი აქტივისტი დააკავა. დაკავებულთა შორის იყვნენ ენმ-ის პრესსამსახურის უფროსი, გიორგი პატარაია, რომელიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებული იყო ზუგდიდის საკრებულოს წევრი ენმ-დან ანა წითლიძეც.

გიორგი პატარაიაც და ანა წითლიძეც ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრები არიან. ისინი სანდრა რულოვსს თან ახლდნენ ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

შეფასებები:

ენმ-ის პოლიტსაბჭოს ორი წევრი, წითლიძე და პატარაია, დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი