ახალი ამბები

ვერაზე მანქანის ჩაცხრილვის და სროლის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს

16 იანვარი, 2019 • 1545
ვერაზე მანქანის ჩაცხრილვის და სროლის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს

პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილის ჩაცხრილვის და სროლის საქმეზე. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.

ერთი მათგანი, 29 წლის გ. ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებითაა დაკავებული, მისი მეგობარი, 32 წლის კ.ჯ. კი- დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. შსს ამბობს, რომ ამჟამად კიდევ ერთი ადამიანის ინდენტიფიცირებას ცდილობენ.

დანაშაული განზრახ მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობა 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ 15 იანვარს გ.ა-მ ავტომანქანიდან კიდევ ერთ მოქალაქე, 30 წლის ზ.კ. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ რამდენიმე საათში დააკავა გ.ა.

შსს-ს ცნობით, იგი საავადმყოფოშია და სამართალდამცველებთან მისი დაჭრის ფაქტზე არ თანამშრომლობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო მის დაჭრასთან დაკავშირებით, დამნაშავის იდენტიფიცირების და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს”, — აცხადებს შსს..

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ვერაზე დაპირისპირებისას 2 პირი დაიჭრა

მასალების გადაბეჭდვის წესი