ვერაზე დაპირისპირებისას 2 პირი დაიჭრა

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილის ჩაცხრილვას წინ უძღოდა დაპირისპირება, რა დროსაც ორი პირი დაიჭრა. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ კაცს ცივი იარაღით აქვს მიყენებული რამდენიმე ჭრილობა, ხოლო მეორეს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა კისრის არეში. ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც რუსთავი 2-ს ექიმმა განუცხადა, სავარაუდოდ, იარაღით მიყენებული ჭრილობა სიცოცხლისთვის საზიანო არ არის … ვრცლად ვერაზე დაპირისპირებისას 2 პირი დაიჭრა