ახალი ამბები

Air France-ით თბილისი-პარიზი-თბილისის ორი გზის ბილეთის საფასური 288 ევროდან დაიწყება

11 დეკემბერი, 2018 • 2564
Air France-ით თბილისი-პარიზი-თბილისის ორი გზის ბილეთის საფასური 288 ევროდან  დაიწყება

ფრანგული ავიაკომპანია Air France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეისებს 2019 წლის ზაფხულის სეზონზე, 31 მარტიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, შეასრულებს.

Air France კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას, იფრენს შარლ დე გოლის აეროპორტიდან. ფრენები დღის საათებში შესრულდება.

შარლ დე გოლის აეროპორტიდან თვითმფრინავი გამოფრინდება პარიზის დროით 13:25 საათზე და თბილისში ჩაფრინდება 20:10 საათზე.

რაც შეეხება თბილისიდან გაფრენას, რეისი შესრულდება თბილისის დროით დილის 9 საათზე და პარიზში ჩაფრინდება პარიზის დროით 12:10 საათზე. ავიარეისი შესრულდება ეარბას A320 ტიპის საჰაერო ხომალდით, ფრენის ხანგრძლივობა იქნება 4 საათი და 45 წუთი. ერთი მიმართულების ბილეთის საფასური მინიმუმ 144 ევროდან დაიწყება და ზედა ზღვარი დამოკიდებული იქნება როგორც ბილეთის ტიპზე, ისე რეისის დატვირთვაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი