ახალი ამბები

დაბალბიუჯეტური Transavia პარიზსა და თბილისს შორის ფრენებს დაიწყებს

6 მარტი, 2025 •
დაბალბიუჯეტური Transavia პარიზსა და თბილისს შორის ფრენებს დაიწყებს

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia France პარიზის ორლის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს.

Transavia France ფრენებს კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს.

პირველი რეისი პარიზიდან თბილისის მიმართულებით 12 აპრილს შესრულდება და ამ დღის ბილეთის ფასი 198 ევროდან დაიწყება, თბილისიდან პარიზის მიმართულებით კი – 108 ევროდან.

Transavia France ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც ეკუთვნის Air France-ს და Transavia-ს. რაც  შეეხება ორლის აეროპორტს, ის პარიზის ცენტრიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს

მასალების გადაბეჭდვის წესი