ახალი ამბები

პარიზში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა

3 თებერვალი, 2024 • 1095
პარიზში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა

პარიზის ერთ-ერთ სარკინიგზო სადგურზე, შაბათს, დილით ადრე, დანით შეიარაღებულმა პირმა სამი პირი დაჭრა, იუწყება „როიტერსი“.

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.

რაც შეეხაბათ დაშავებულებს, ორი მათგანი მსუბუქად არის დაჭრილი. მესამეს მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა ჭრილობები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

რა იყო დამნაშავის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.


გარეკანის ფოტო: © GONZALO FUENTES / REUTERS

მასალების გადაბეჭდვის წესი