ახალი ამბები

ზურაბიშვილი მარგველაშვილთან შესახვედრად ავლაბრის რეზიდენციაში მივიდა

3 დეკემბერი, 2018 • 1446
ზურაბიშვილი მარგველაშვილთან შესახვედრად ავლაბრის რეზიდენციაში მივიდა

არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად მივიდა. მას თან ახლდა ადმინისტრაციის მომავალი უფროსი ლაშა ჟვანია, რომელიც ამ დრომდე საპატრიარქოს ფონდს ხელმძღვანელობდა.

ზურაბიშვილმა და მარგველაშილმა ადმინისტრაციის გადაბარებისა და ინაუგურაციის დეტალები უნდა განიხილონ. მოქმედი და არჩეული პრეზიდენტი ისე შევიდნენ რეზიდენციაში, რომ ჟურნალისტებთან არ უსაბრიათ. სალომე ზურაბიშვილმა პრეიზდენტის ადმინისტრაცია ასევე მედიასთან საუბრის გარეშე დატოვა.

როგორც სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური განცხადებებით არის ცნობილი, ავლაბრის რეზიდენციაში მუშაობას არ აპირებს და მისი რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე, მცირე ზომის რეზიდენციაში განთავსდება.

ავლაბრის სასახლიდან გაუსვლელობა იყო ერთ-ერთი პირველი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილს დაუპირისპირდა.

სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილთან ავლაბრის რეზიდენციაში მივიდა. 4 დეკემბერი, 2018. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი