ახალი ამბები

ახალი მუნიციპალიტეტები თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში

12 ივნისი, 2014 • • 972
ახალი მუნიციპალიტეტები თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში

ეს წესი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა და საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 30 მაისს უკვე დაამტკიცა. ამ წესის შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების საკრებულოებს მეთოდურ დახმარებას უწევს მათი უფლებამონაცვლე მუნიციპალიტეტებისთვის აუცილებელი ნორმატიული ბაზის მომზადებასა და თვითმმრთველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ქონების გამიჯვნაში. კერძოდ, ამ მიზნით გასაუქმებელ  მუნიციპალიტეტებში განხორციელდა ქონების ინვენტარიზაცია და საკრებულოების დროებითმა სამუშაო ჯგუფებმა ქონების გამიჯვნის განკარგულებათა პროექტების მოსამზადებლად შესაბამისი სამუშაოები ჩაატარეს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიული პრინციპით თანაბრად გაიყო მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ინვენტარი და სხვა მოძრავი ქონება კოდექსით დადგენილი მოხელეთა ზღვრული საშტატო რიცხოვნების შესაბამისი პროპორციით. ასევე, მომავალ თვითმმართველ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებს შორის გადანაწილდა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, სადაც მუნიციპალიტეტები 100%-იან წილებს ფლობენ.                                                                                                                                                       

 

“საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შედგენის, საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების 2014 წლის ბოლომდე პერიოდისთვის გადანაწილების დროებითი წესი“, დარჩენილი ექვსი თვისთვის, ივლისიდან დეკემბრამდე, გარდამავალ პერიოდში, რომლის საფუძველზეც  სამინისტრომ იმუშავა ახალ შვიდ მუნიციპალიტეტთან და მზადდება ბიუჯეტის პროექტები, რომელსაც დღეს მოქმედი გამგეობა ჩვენს სამინისტროს წარმოუდგენს და უკვე ახალ გამგებლებსა და მერებს გადავუგზავნით ჩვენ, რომლებიც დასამტკიცებლად წარუდგენენ ახალ საკრებულეობს,” – განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა. 

 


მისივე თქმით, სამინისტრო ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტებს დახმარებას გაუწევს საკრებულოსა და გამგეობის დებულებების, აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხების პროექტების მომზადებაში, რომელთა თაობაზე მსჯელობა ახლად არჩეული საკრებულოების პირველივე სხდომებზე იქნება საჭირო.

 

“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტი არის ადგილობრივ მოხელეთა სწავლების კონცეფცია. თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრულია, რომ მუნიციპალიტეტებმა შრომითი ანაზღაურების ფონდის არანაკლებ 1 პროცენტი უნდა დახარჯონ მოხელეთა სწავლებაზე, ასევე დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული სახსრებით, რომელიც გაცილებით მეტია. კონცეფციით განისაზღვრება სტანდარტები, როგორ მოხდება კოორდინაცია და ამუშავდება მექანიზმი სასწავლო სიტემისა, რათა ამაღლდეს მუნიციპალიტეტების თანამშრომლების კვალიფიკაცია.”

 თენგიზ შერგელაშვილი
თენგიზ შერგელაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი