ახალი ამბები

უბნის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ მოქალაქემ ხმა ორჯერ მისცა

28 ნოემბერი, 2018 •
უბნის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ მოქალაქემ ხმა ორჯერ მისცა

ქუთაისში, 39-ე უბანზე მისულ ამომრჩეველს სამაგიდო სიაში თავისი ვინაობის გასწვრივ ხელი მოწერილი დახვდა, თუმცა ლელა სილაგაძე ირწმუნება, რომ მას კენჭისყრაში მონაწილეობა მანამდე არ მიუღია.

“ჩემი გრაფა ხელმოწერილი იყო. გამოდის, რომ ჩემ ნაცვლად ხმა სხვამ მისცა, მაგრამ მე გავჯიუტდი და, როგორც იქნა, ხმა მიმაცემინეს”, – ამბობ ლეილა სილაგაძე.

უბნის თავმჯდომარე ნინო გაბუნია ვარაუდობს, რომ რეგისტრატორს ლეილა სილაგაძისთვის მარკირების გაკეთება დაავიწყდა:

“სილაგაძეს გრაფაში დახვდ ხელმოწერა. ვვარაუდობ, რომ რეგისტრატორს მარკირება დაავიწყდა და მეორე წრეზე შემოვიდა ის. ამას მოჰყვა აურზაური და მეორედ მე მივაცემინე ხმა. ის იფიცება, არ ვარ ნამყოფიო, რეგისტრატორი კი ამბობს, რომ მახსოვს, მოსული იყოო. მე ვვარაუდობ, რომ ორჯერ მისცა ხმა.”

გაბუნიას ინფორმაციით, არჩევნების პირველ ტურში იმავე რეგისტრატორთან სხვა ამომრჩეველსაც ჰქონდა ანალოგიური პრობლემა.

ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ამ ფაქტის გამო საჩივარი დაწერა და დაარეგისტრირა

მასალების გადაბეჭდვის წესი