ახალი ამბები

ჩემი არჩევანია ღიმილიანი საქართველო – სალომე ზურაბიშვილი

28 ნოემბერი, 2018 • 1658
ჩემი არჩევანია ღიმილიანი საქართველო – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში ხმა უკვე მისცა. როგორც მან თქვა, ხმა “ღიმილიან საქართველოს” მისცა.

“ჩემი ხმა მივეცი ყველაზე ევროპელ კანდიდატს. ჩემი არჩევანი არის მშვიდობიანი საქართველო, ჩემი არჩევანი არის ერთიანი საქართველო, ჩემი არჩევანი არის დაწყნარებული საქართველო, ჩემი არჩევანი არის ღიმილიანი საქართველო”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ.

საქართველოს მოქალაქეები დღეს, 28 ნოემბერს, პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის ირჩევენ.

მთავარი ფოტო: სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის 28 ნოემბრის არჩევნებზე. ფოტო: ქარტიის მედიასკოლა

მასალების გადაბეჭდვის წესი