ქუთაისის მე-40 საარჩევნო უბანზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ელზა ბურჯალიანის თქმით, პირველი ამომრჩეველს მარკირება არ გაუკეთეს, რის გამოც საჩივარი დაწერა.
ელზა ბურჯალიანის განცხადებით, პირველი ამომრჩეველი ამავე უბნის კომისიის წევრი იყო და ხმას ისე აძლევდა, რომ მარკირება არ გაუვლია, რასაც ინციდენტი მოჰყვა:
“ეს შევნიშნე და საჩივარი დავაფიქსირე. ამ ექსცესის გამო, სხდომის მდივანმა უარი განაცხადა თავის მოვალეობის შესრულებაზე, ასეთ სიტუაციაში მუშაობა არ უნდოდა. დატოვა პოსტი. ამის გამოც დავწერე საჩივარი და დაახლოებით 30 წუთის მერე დაბრუბდა პოსტზე.”
მისივე განმარტებით, საბოლოოდ, მას მარკირება გაუკეთეს და ხმა ისე მისცა.
საარჩევნო უბნის თავმჯდომარის თქმით, მდივანმა შელაპარაკებისას თქვა, ან მუშაობა მაცადეთ, ან სხდომას დავტოვებო და რამდენიმე წუთით გავიდა ოთახიდან.