ახალი ამბები

გახარია: პოლიცია მზად არის, რომ არჩევნები მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს

28 ოქტომბერი, 2018 • 1042
გახარია: პოლიცია მზად არის, რომ არჩევნები მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს

ვიცეპრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა უკვე მისცა თბილისში, ჩაიკოვსკის ქუჩაზე მდებარე საარჩევნო უბანზე. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.

“პოლიცია ყველა ძალებით – ყველა საპოლიციო ძალა დღეს მზად არის იმისთვის, რომ უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები. ამ მიზნის მისაღწევად საპოლიციო ძალები გადაადგილდება იმ საჭიროებით, რა საჭიროებითაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად და საჭიროდ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოში ბოლოჯერ იმართება საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 25 კანდიდატს შორის მოუწევთ. საარჩევნო უბნები გაიხსნა დილის 8 საათზე და 20 საათამდე ღია იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი