ახალი ამბები

საბანაძე 9 წლის გოგონას საქმეზე: შსს გააკეთებს მაქსიმუმს შედეგის დასადებად

26 ოქტომბერი, 2018 • 1624
საბანაძე 9 წლის გოგონას საქმეზე: შსს გააკეთებს მაქსიმუმს შედეგის დასადებად

გორში, გალუსტაშვილის ქუჩაზე, სადაც 25 ოქტომბერს 9 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახაბერ საბანაძე იმყოფებოდა.

მან შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და აღნიშნა, რომ “შსს გააკეთებს მაქსიმუმს ყოველგვარი შედეგის დასადებად უახლოეს პერიოდში”. მინისტრის მოადგილეს სხვა დეტალებზე, მათ შორის, მომხდარის ვერსიებზე, არ უსაუბრია.

აღნიშნულ საქმეს უკვე იძიებს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, საბანაძის ხელმძღვანელობით.

2010 წელს დაბადებული გოგონას ცხედარი პოლიციამ გორში, 25 ოქტომბრის საღამოს იპოვა.  თვითმხილველის ცნობით, ბავშვის ცხედარი გალუსტაშვილის ქუჩაზე იპოვეს და მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, გოგონას ცხედარს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული.

მანამდე, ბავშვს პოლიცია დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა მას შემდეგ, რაც სამართალდამცავ უწყებას მშობლებმა მიმართეს.

გოგონა საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლიდან სახლში დაბრუნდა, რის შემდეგაც ამავე სკოლაში, ცეკვის წრეზე წავიდა, თუმცა ადგილამდე არ მისულა და მისი კვალი გაქრა.

გორში 9 წლის გოგონა მოკლული, “ხელ-ფეხშეკრული” იპოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი