ახალი ამბები

9 წლის გოგონას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი – შსს

25 ოქტომბერი, 2018 • 4816
9 წლის გოგონას ცხედარს  ექსპერტიზა ჩაუტარდება, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პოლიციამ 2010 წელს დაბადებული გოგონას ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირას იპოვა. განცხადება უწყებამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

შსს-ს ცნობით, შეიქმნა საგამოძებო ჯგუფი, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს.

“მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.

ადგილზე, სამართალდამცველებთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

9 წლის გოგონას, რომელიც გორში, დღის მეორე ნახევარში გაუჩინარდა, პოლიცია ეძებდა.

გორში 9 წლის გოგონა მოკლული, “ხელ-ფეხშეკრული” იპოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი