ახალი ამბები

გორში 9 წლის გოგონა მოკლული, “ხელ-ფეხშეკრული” იპოვეს

25 ოქტომბერი, 2018 • 24051
გორში 9 წლის გოგონა მოკლული, “ხელ-ფეხშეკრული” იპოვეს

9 წლის გოგონა, რომელსაც გორში პოლიცია ეძებდა, მოკლული იპოვეს.

თვითმხილველის ცნობით, ბავშვის ცხედარი გალუსტაშვილის ქუჩაზე იპოვეს და მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, გოგონას ცხედარს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული.

ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები მუშაობენ.

“ახლოს არ გვიშვებენ. [თავდაპირველად] მხოლოდ დავხედე, რომ დაღუპული იყო და დავინახე, რა მდგომარეობაში იყო. შემდეგ პატრული და სასწრაფო მოვიდა”, – აცხადებს თვითმხილველი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მანამდე, შს სამინისტრო “ნეტგაზეთს” უდასტურებდა, რომ 9 წლის გოგონას პოლიცია დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა მას შემდეგ, რაც სამართალდამცავ უწყებას მშობლებმა მიმართეს.

გოგონა საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლიდან სახლში დაბრუნდა, რის შემდეგაც ამავე სკოლაში, ცეკვის წრეზე წავიდა, თუმცა ადგილამდე არ მისულა და მისი კვალი გაქრა.

“ნეტგაზეთი” ცდილობს, კვლავ დაუკავშირდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად.

* მასალაში თავდაპირველად მითითებული იყო, რომ ცხედარი გორის რაიონული სასამართლოს მიმდებარედ იპოვეს და ამის შესახებ “ნეტგაზეთს” თვითმხილველმაც უთხრა. თუმცა აღნიშნული ნაწილი ჩასწორდა, ვინაიდან გალუსტაშვილის ქუჩა, სადაც გოგონას ცხედარი იპოვეს, 300 მეტრის მოშორებით მდებარეობს ჯორბენაძის ქუჩიდან, სადაც გორის რაიონული სასამართლო მდებარეობს. 

ამბის გაგრძელება

შსს: დაკავებულია გორში მოკლული 9 წლის ბავშვის სავარაუდო მკვლელი

9 წლის გოგონას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი