სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მოხსნას უკვე 13 ათასამდე ადამიანი ითხოვს

პეტიციას, რომლოს მთავარი მოთხოვნაც საპრეზიდენტო არჩევნებიდან სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურიის მოხსნაა, 17 სექტემბრის მდგომარეობით, ხელს 13 ათასამდე ადამიანი აწერს.

“მოვითხოვთ მმართველი გუნდისგან, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატია სალომე ზურაბიშვილი და ასევე, თავად ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან – დაუყოვნებლივ მოხსნას მისი კანდიდატურა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან. მიგვაჩნია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ღიად და დაუფარავად ატარებდა და ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც ვნებს ქვეყნის დეკლარირებულ დასავლურ კურსს და ღირებულებებს. მიგვაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც ავრცელებდა და ავრცელებს საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, კერძოდ კრემლის ნარატივს და გზავნილებს, ვერ შეასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე ნაკისრ პასუხისმგებლობას და ვერ იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და განვითარების გარანტი”, – ნათქვამია პეტიციაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეიქმნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.