სოციალურ ქსელებში კაშიას წინააღმდეგ ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გახდა.
საქართველოს ნაკრებისა და გენტის ფორვარდი გიორგი ქვილითაია სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გურამ კაშიას მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდა.

“საუკეთესო კაპიტანი. დიდი ხარ”, – წერს ქვილითაია კაშიას მისამართით.
ამავე თემაზე გირჩევთ
#გურამშენთანვართ – სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო
#გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ფეისბუკის ოფიციალური გვერდი შეურაცხმყოფელი შეტყობინებების/კომენტარების გამო სავარაუდოდ გააუქმა, ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.







