ახალი ამბები

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ბრატისლავის სლოვანში გადავიდნენ

17 ივნისი, 2021 • 16007
გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ბრატისლავის სლოვანში გადავიდნენ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ბრატისლავის „სლოვანში“ აგრძელებენ კარიერას.

ინფორმაცია 17 ივნისს გაავრცელა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუკგვერდმა.

გურამ კაშია, ნიდერლანდური „ვიტესის“ დატოვების შემდეგ, ჯერ აშშ-ში, სან-ხოსე ერსკვეიქში, მოგვიანებით კი (ამ დრომდე) თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, ჯაბა კანკავა კი, ფრანგულ „ვალენსიენში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი