ახალი ამბები

გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს

3 მარტი, 2021 • 1197
გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად საფეხბურთო კლუბი ავრცელებს.

“გურამ კაშიამ ლოკომოტივთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ღირსებას 4-ნომრიანი მაისურით დაიცავს”, – ნათქვამია ლოკომოტივის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ლოკომოტივში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე, ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან”, – ამბობს თავად გურამ კაშია.

ფოტო გარეკანზე: გურამ კაშია ლოკომოტივის მაისურით


კაშია აქამდე ამერიკაში, სან-ხოსე ერსკვეიქის ღირსებას იცავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი