ახალი ამბები

ილია მეორე სმიტების ოჯახის მკვლელობის გამო, ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს

11 ივლისი, 2018 • 1747
ილია მეორე სმიტების ოჯახის მკვლელობის გამო, ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე 6 ივნისს ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მოკვლის გამო საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეთ რუდის უსამძიმრებს.

“ა.წ. 6 ივნისს სოფელ ხადაში დატრიალებულმა უბედურებამ ჩვენი საზოგადოება შეძრა. მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში გახშირებული მძიმე დანაშაულებების მიუხედავად, ხალხს მწვავე რეაქცია ჰქონდა, რადგან ტრაგედიის მსხვერპლი იყო მთელი ოჯახი, მით უმეტეს, სტუმრად მყოფი ოჯახი.

ვუერთდებით საერთო განწყობას და საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ მწუხარებას მომხდარის გამო და გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებსა და ამერიკელ ხალხს”, – ნათქვამია ილია მეორის წერილში.

რაიან და ლორა სმიტები 4 წლის შვილთან ერთად დუშეთის რაიონში, ხადის ხეობაში, 6–7 ივლისს იპოვეს. მათი მკვლელობის ბრალდებით კი 20 წლის ახალაგაზრდა დააკავეს.

რაიან და ლორა სმიტები საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობდნენ. მათ ამერიკის გარდა, საქართველოს ორმაგი მოქალაქეობაც ჰქონდათ და მარნეულში მცირე ბიზნესსაქმიანობასაც ეწეოდნენ.

ადვოკატი: სმიტების მკვლელობაში ბრალდებული “უცხო პირებს” ამბობს და არა უცხოელებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი